"სინდისის პატიმრები არ უნდა დავივიწყოთ" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
"სინდისის პატიმრები არ უნდა დავივიწყოთ" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, ციხეში ახალგაზრდების უკანონოდ გამოკეტვა, ფონდების დაყადაღება, "ქართული ოცნების" მიერ დრაკონული კანონების მიღება ყველა ის საკითხია, რომლის ირგვლივაც არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მთლიანი საზოგადოებაა გაერთიანებული.
არ დავივიწყოთ სინდისის პატიმრები, რომლებიც არიან ძალიან რთულ პირობებში და რომელთა მიმართაც ახალი ფორმით სოლიდარობა უნდა გამოვხატოთ. ეს არის ყველა ის თემა, რომელიც დღეს არის ძალიან მძიმე ამ ქვეყანაში და რომლის ირგვლივ ახალი კოორდინაცია, რომელზეც ვმუშაობთ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, უნდა იყოს გამოხატული. ეს არის ის თემები, რომლებიც მართლაც გვაერთიანებს ყველას". - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.