ვინ დააყადაღა ფონდები?

19.03.25 20:34
ვინ დააყადაღა ფონდები?

ვინ დააყადაღა საქველმოქმედო ფონდები? - "პირველების" ხელშია საქალაქო სასამართლოს დადგენილება.  ცნობილია, პროკურორი, ვინც ფონდების დაყადაღება მოითხოვა და ის მოსამართლეც, ვინც მისი შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. 

12 თვით ყადაღა 5 საქველმოქმედო ფონდს მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა დაადო. დღეს პროკურორს ვკითხეთ, დანაშაულად რატომ ითვლება აირწინაღების ყიდვა და აქციის მონაწილეებისთვის დარიგება, მაშინ, როცა მომიტინგეებს ძალოვანი უწყებები გაურკვეველი შემადგენლობის აირებით შლიდნენ და აირწინაღი კი დაცვის ერთადერთი საშუალება იყო. 

დაზარალებულთა მხარდაჭერა დანაშაული არ არის - ეს არის ნიკა გილაურის ფონდის პასუხი ანგარიშების დაყადაღებაზე. ფროსფერითი ჯორჯიას დამფუძნებლისთვის სამართლებრივი ფარსის ტოლფასია გამოგონილ საქმეზე ფონდების ანგარიშების გაყინვა.

გამოცხადებული ომი საზოგადოებისა და სოლიდარობის წინააღმდეგ - ასეთია პრეზიდენტის შეფასება რეპრესიების მიმართ. სალომე ზურაბიშვილი აანონსებს, რომ გამოსავალს აუცილებლად ნახავენ და იმ ოჯახებს დაეხმარებიან, ვინც ოცნების რეპრესიებს ემსხვერპლა.

ვინ დააყადაღა ფონდები? - ნონო ღვედაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები