"თქვენ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ მომავალი წაგართვეს" - ლანდსბერგისი

19.03.25 20:31
"თქვენ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ მომავალი წაგართვეს" - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ორ-დღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა - გაბრიელიუს ლანდსბერგისმა პრესკონფერენციაზე თბილისში, სინდისის პატიმრების ოჯახებთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან და ოპოზიციასთან გამართული შეხვედრები მიმოიხილა.  

ევროპელმა პოლიტიკოსმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თუმცა არსებობს იმის რისკი, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მოქალაქეების ხმები კვლავ მოიპაროს.

სწორედ ამიტომ, ლანდსბერგისის თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ურჩია, რომ აქტიური კამპანია დაიწყონ და ქართველ ხალხს დეტალურად აუხსნან, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ძალაუფლებას არ დაკარგავს. 

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მივეცი რჩევა, რომ დაიწყონ აქტიური კამპანია და ძალიან მკაფიოდ აუხსნან ხალხს, რა შეიძლება მოხდეს. ეს ძალიან რთული ამოცანაა. უნდა აუხსნან გრძელვადიან პერსპექტივაში, რას დაკარგავენ მათი შვილები. შეხედეთ, ისეთი ქვეყანა როგორიც ბელორუსია, როგორ გამოიყურება. ეს არის ქვეყანა თავისუფლების გარეშე, ეს არის ქვეყანა, რომელიც არის მიყიდული რუსეთს. ლუკაშენკომ საკუთარი თავის გადასარჩენად ქვეყანა გაყიდა. თქვენ არა მხოლოდ ერთი არჩევნები წაგართვეს, თქვენ წაგართვეს მომავალი.

ჩემი რჩევა იქნება, რომ არ დაელოდოთ ახალ არჩევნებს, რადგან შეიძლება ისიც მოგპარონ. თუ შენ არ გაქვს სწორი მესიჯები და კარგი ახსნა-განმარტება, როგორ გაიგებ, რას აირჩევს ხალხი. ახალი არჩევნები სავალდებულოა, რათა დაბრუნდეს ხალხის ნდობა, მაგრამ თუ ახალ არჩევნებსაც მოიპარავენ, ეს უკვე აღარაფერს შეცვლის. ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუ მდგომარეობა გაუარესდება ქუჩაში, იქნება უფრო მეტი რეპრესია, თუ მთავრობა უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს, ეს უფრო მეტად აიძულებს ბრიუსელს, რომ იმოძრაოს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია". - განაცხადა ლანდსბერგისმა. 

მსგავსი სიახლეები