ნიკა კაცია რეჟიმის მსახურებს არაადამიანურ მოპყრობასა და დამცირებაში ამხელს - დეტალები პროცესიდან
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ჟურნალისტმა სისტემა საქმის შეკერვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა - ნიკა კაციამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, როგორ ჩაუდეს ნარკოტიკი და როგორ გააყალბეს მტკიცებულებები.
"სისტემა ყარს!" - ეს სიტყვები რეჟიმის პატიმარს, ნიკა კაციას ეკუთვნის. ჟურნალისტმა ბევრი ისაუბრა მტკიცებულებების გაყალბებაზე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს და საქმის პროკურორს ბევრჯერ შეახსენა რომ შეკერილი საქმეების გამო დასანქცირდნენ.
სანქციების ხსენებაზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი წყობიდან გამოვიდა, მოსამართლე ამტკიცებს რომ სანქცირებულ პირთა სიაში სხვა ქვეყნის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე მოხვდა.
დაცვის მხარე ნიკა კაციას საქმეში ტაქსის მძღოლის გამოკითხვას ითხოვდა, ლევან იაშაღაშვილი კაციას საქმის ერთადერთი ნეიტრალური მოწმეა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სხდომათა დარბაზში არ გამოიკითხება არც "შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი, რომელმაც დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოქროს მოწმე, ტაქსის მძღოლი გააქროო. კაცია ფიქრობს, რომ რეჟიმის სამიზნე მისი ვიზუალის გამო გახდა.