ფინანსური რეპრესიები ხალხს რეჟიმისგან - ოთხ თვეში გამოწერილია ორი მილიონის ჯარიმა
რეჟიმი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების მშობლებსაც სასტიკად უსწორდება, სინდისის პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე დღეს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 5 ათასი ლარით დააჯარიმა, თითქოს რუსთაველის გამზირი 23 იანვარს მარიზი კობახიძემ გზა უკანონოდ გადაკეტა, მაშინ როდესაც გამზირი ამ დღეს ხალხის რაოდენობის გამო ბუნებრივად გადაიკეტა.
5 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გიდი ალექსანდრე გიორგაძე, რეჟიმი აქციების აქტიურ მონაწილეს 3 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება, თუმცა სხდომაზე ამის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება შსს-მ ვერ წარადგინა.
საქალაქო სასამართლოში დღეს მთელი დღის განმავლობაში გზის გადაკეტვის საქმეზე აქტიურ მოქალაქეებს აჯარიმებდნენ ან მათ წინააღმდეგ საქმეებს განიხილავდნენ, სასამართლო სხდომები რეკორდული სისწრაფით მიმდინარეობდა, დღესვე განიხილა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ლანა გალდავას საქმე, სადაც პოლიტიკოსს ქალს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან იმ ვითარებაში როცა გალდავა გადაკეტილ რუსთველზე მივიდა და ფიზიკურად ვერ გადაკეტავდა, სასამართლო პროცესი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ 21 მარტისთვის გადაიდო
დღესვე უნდოდათ გიორგი მუმლაძის დაჯარიმება, თუმცა მანუჩარ ცაცუამ ეს სხდომა 24 მარტისთვის გადადო.
მსახიობი სანდრო სამხარაძე განსასჯელის სკამზე უკანონო ნივთის ტარების გამო დასვეს, შსს მას 25 ნოემბერს ქვის უკანონოდ ტარებას ედავებოდა, რა დროსაც არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას ადამიანები პარლამენტთან ბრახუნით აპროტესტებდნენ, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დაადგინა, რომ ქვა უკანონო ნივთია, მსახიობი დამნაშავედ ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.