ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული შურისძიება ყაველაშვილმა სისრულეში მოიყვანა - რა ხდება იუსტიციის საბჭოში

19.03.25 21:11
ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული შურისძიება  ყაველაშვილმა სისრულეში მოიყვანა - რა ხდება იუსტიციის საბჭოში

რაც ხდება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ეს არის ბუტაფორია - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში მიმდინარე მოვლენებს. საბჭო, რომელიც მოსამართლეთა საქმიანობას აკონტროლებს და მოსამართლეებს თანამდებობაზე  ნიშავს, რეჟიმმა ახალი ბერკეტებით აღჭურვა. მაგალითად, მოსამართლეს, რომელსაც ლექციის წაკითხვა უნდა უნივერსიტეტში ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხეოთში წასვლა, მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის ნებართვის გარეშე ამას ვერ შეძლებს. 

ამასთან დღეს გაირკვა ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ  პრეზიდენტად განწესებულმა მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 4 წლის ვადით მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა  იქამდე იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის განკარგულება გაუქმდა და მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა ყაველაშვილის ადმინისტრაციას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშვნა დაავალა.

სარჩელი, რომელსაც საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავდა თვეების განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული. მოსამართლემ სალომე ზურაბიშვილის განკარგულება იქამდე არ გააუქმა სანამ "ოცნებამ" პრეზიდენტად ყაველაშვილი არ დასვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამით კლანმა თავი დაიზღვია რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ ადმინისტრაციაში უპირობოდ იქნებოდა გაზიარებული.

ოპოზიციის შეფასებით, სპეცოპერაციამ რომელიც კახა წიქარიშვილის წინააღმდეგ ჩატარდა აჩვენა ის რომ კლანს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი დამოუკიდებელი წევრის მიღებისაც ეშინია. საბჭოს ყოფილი წევრები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამას კონკრეტული  მიზეზი აქვს - უკანონო დავალებების შესრულებაზე მოსამართლეების ნაწილი უარს ამბობს და მურუსიძე საბჭოს წევრების კონტროლით თავს იზღვევს.

ამის პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ  ახალი კანონი დააინიცირა.  პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად კონკურსს აღარ გამოაცხადებს. არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესს  სრულად ჩამოშორდებიან - საბჭოს 5 წევრს ოცნების პარლამენტი წარადგენს. 

კაკოჩაშვილი იუსტიციის საბჭოში - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები