ქართველი ხალხი არ დაუშვებს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდული თაღლითების მიერ საკუთარი მომავლის მოპარვას - უილსონი
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე თბილისში დაგეგმილი "მეგობარი აქტის" მხარდამჭერ მარშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "ქართველი ხალხი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოსყიდული თაღლითების მიერ მათივე მომავლის მოპარვას არ დაუშვებს".
ქართველი ხალხი გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საკუთარ მოთხოვნებში ურყევია. ისინი არ დაუშვებენ თავიანთი ერის ექსპლუატაციას და მათი მომავლის მოპარვას ჩინეთის კომუნისტური პარტიის მოსყიდული თაღლითების მიერ. ჩვენ ვდგავართ თავისუფალო საქართველოს გვერდით."- წერს ჯო უილსონი.
ცნობისთვის, თბილისში, აშშ-ის მეგობარი აქტის მხარდამჭერი მარში გაიმართება. აქციის მონაწილეები 22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშილის მოედნიდან მსვლელობას გამართავენ.