"ოცნების" ამოცანაა, ყურადღება უმწვავესი საკითხებისგან გადაიტანოს - ჯაფარიძე
"ქართული ოცნების" მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პლანზე წამოწევას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე მნიშვნელოვანი მოვლენებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ახლა დღის წესრიგში არა თვითმმართველობის არჩევნები, არამედ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების საკითხი დგას.
"ქართული ოცნების" ამოცანაა, რომ ყურადღება გადაიტანოს უმწვავესი საკითხისგან, რომელიც არის ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი დღეს არის ახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. სხვა რამის შემოტანა დღევანდელ დღის წესრიგში არის "ქართული ოცნების" წისქვილზე წყლის დასხმა. მე არ ვაპირებ ხელი შევუწყო "ქართული ოცნების" პროპაგანდას. სხვა საკითხის შემოტანა ნიშნავს ამ უმნიშვნელოვანესი საკითხიდან მნიშვნელობის გადატანას. ახლა ჩვენ გვაქვს სასიცოცხლოდ, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხები. ის, რაც "ქართულ ოცნებას" სურს, ეს არის დღის წესრიგის გადატანა", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.