ოთხი კოალიციური ცენტრი საერთო პლატფორმაზე უნდა შევჯერდეთ - ჯაფარიძე

19.03.25 21:59
ოთხი კოალიციური ცენტრი საერთო პლატფორმაზე უნდა შევჯერდეთ - ჯაფარიძე

"ოთხი კოალიციური ცენტრი საერთო პლატფორმაზე უნდა შევჯერდეთ" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩამოსაყალიბებელი საერთო პლატფორმის შესახებ სიახლეები შესაძლოა 31 მარტს, მასშტაბურ აქციაზე გახდეს ცნობილი. 

ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ოთხ კოალიციურ ცენტრს. რეალურად, გაიმარჯვა ამ ოთხმა კოალიციურმა ცენტრმა ერთად. ეს გამარჯვება "ქართული ოცნების" მიერ იქნა მიტაცებული. აუცილებელია, რომ არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა, ამ არჩევანის ირგვლივ მოხდეს შეჯერება საერთო პლატფორმის. ამაზე სიახლეები შესაძლოა 31 მარტს გახდეს ცნობილი. არ მინდა, მოვლენებს წინ გავასწრო. მთავარი ამოცანა ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაა" - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები