"ოცნება" დაგვცინის, მეცხრე ჯარიმა მივიღეთ - ზვიად ცეცხლაძის დედა

19.03.25 22:14
"ოცნება" დაგვცინის, მეცხრე ჯარიმა მივიღეთ - ზვიად ცეცხლაძის დედა

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის ოჯახი მეცხრედ დააჯარიმეს - ოთხ კედელში გამოკეტილი ახალგაზრდის დედამ, ნარგიზი დავითაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ რეჟიმი გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება. 

ნარგიზ დავითაძის თქმით, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა რუსთაველის გამზირზე საერთოდ არ ყოფილან, თუმცა ვახო გომელაურის უწყების თანამშრომლებს ფინანსური სანქცია მათთვის მაინც დაუკისრებიათ. 

"ოცნება" დაგვცინის, ნახეთ რას გვიკეთებენ. ახლა, სანამ წამოვიდოდი, მეუღლე იყო ფორმულაში და მეცხრე ჯარიმა მივიღეთ. ყოველდღე ვიღებ ვიდეოებს აქციებზე, რამდენი პიროვნება არის, ეს პოლიციელები საათს უყურებენ, რამდენიმეჯერ ბიჭი გადაკეტავს გზას და ხალხი მიყვება და ეს ხალხი რომ მიყვება, მერე აჯარიმებენ. თუ ცოტა ხალხია, პოლიცია რატომ არ უწევს წინააღმდეგობას", - ამბობს ნარგიზ დავითაძე.

მსგავსი სიახლეები