ადგილობრივი არჩევნების საკითხის 7 თვით ადრე შემოტანა ბიძინას გეგმაა - მამუკა ხაზარაძე

19.03.25 23:12
ადგილობრივი არჩევნების საკითხის 7 თვით ადრე შემოტანა ბიძინას გეგმაა - მამუკა ხაზარაძე

"ადგილობრივი არჩევნების საკითხის 7 თვით ადრე დღის წესრიგში შემოტანა ბიძინას გეგმაა, გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, პოლიტიკური გაერთიანების მთავარი პრიორიტეტი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

ადგილობრივი არჩევნების საკითხის დღის წესრიგში შემოტანა 7 თვით ადრე, არის ბიძინას და ოცნების გეგმა - გადაიტანოს ყურადღება ძირითადი მოთხოვნიდან. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ჩვენთვის ეს არის დღეს მთავარი პრიორიტეტი!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები