პრეზიდენტი ჩიკვაიძის მდგომარეობით დაინტერესებულია - ბიზნესმენის საქმეში ეკა ბესელია ჩაერთო
ეკა ბესელია გლდანის ციხეშია - იურისტი გიორგი ჩხიკვაძის საქმეში ჩაერთო. ბესელია ამბობს, რომ ბიზნესმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აინტერესებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
ბესელია "პირველებს" ეუბნება, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოტანილ ინფორმაციას ზურაბიშვილსაც გაუზიარებს.
მისი თქმით, პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება:
მისი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენ, ყველამ, ვისაც შეგვიძლია, რაიმე ფორმით მხარდაჭერა თუ სამართლებრივი კუთხით დახმარება, გავაკეთოთ ის, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე.
როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა იყოს მისი დასჯის „ოცნების“ მხრიდან და ეს ჩანს სამწუხაროდ ძალიან ღიად და აშკარად, მათ არ უნდა ავიწყდებოდეთ, რომ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათვე. და ნებისმიერი გაუარესება ჯანმრთელობის მდგომარეობის, არის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში სახელმწიფოსი.
ამის შემდეგ, ალბათ, სახალხო დამცველთანაც მექნება ამის თაობაზე საუბარი, ადვოკატსაც ბუნებრივია დაველაპარაკები, პრეზიდენტსაც ამ ინფორმაციას მივაწვდი, იმიტომ, რომ დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით"- ამბობს ეკა ბესელია.
უკვე მეცხრე დღეა, გიორგი ჩხიკვაძე სამარტოო საკანში შიმშილობს. ბოლო ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატიც. ოჯახი ჩიკვაიძის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება უნდა დაფიქრდეს, რა ტონით საუბრობს ჩვენს პრემიერზე - ჯეიმს მაკკლირის ექსკლუზიური ინტერვიუ „პირველებთან“
მაკკლირი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები და „ქართული ოცნების“ რეაქციები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს გავლენა და სანქციების მექანიზმი.