იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს - ლატვიის პრემიერ-მინისტრი
ლატვიის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს - როგორც ევიკა სილინამ ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, თუ რამდენად რთულია იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან საქართველოს და მათ საერთო ისტორია აქვთ.
იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
იმედი გვაქვს, რომ ქართველი ხალხი დაიცავს საკუთარ უფლებას და დემოკრატიულ ღირებულებებს. ლატვიას ყოველთვის კარგად ესმოდა, თუ რამდენად რთულია იბრძოლო საკუთარი თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს“, - განაცხადა მან.
ევროკავშირის ორდღიანი სამიტის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს.
წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, შეხვედრაზე უკრაინი შესახებ იქნება მსჯელობა. დისკუსიის თემაა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და მიგრაციის საკითხი.
სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა EU-ს ლიდერებს წერილით მიმართა.
ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის სახელით სალომე ზურაბიშვილმა, ევროპელ ლიდერებს თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს საკითხი დღეს მათი მსჯელობის საგანი იყოს.
რა წერია დოკუმენტში ნახეთ ვრცლად
მსგავსი სიახლეები
"ოცნება უნდა დაფიქრდეს, რა ტონით საუბრობს ჩვენს პრემიერზე - ჯეიმს მაკკლირის ექსკლუზიური ინტერვიუ „პირველებთან“
მაკკლირი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები და „ქართული ოცნების“ რეაქციები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს გავლენა და სანქციების მექანიზმი.