ვერ დადის, უკიდურესად მძიმე სიტუაციაშია, უჭირს საუბარი - ჩიკვაიძე ეკა ბესელიასთან ეტლით მიიყვანეს
შიმშილობის მეცხრე დღეს გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა კიდევ უფრო დამძიმებულია - ეს ინფორმაცია გლდანის საპყრობილიდან ეკა ბესელიამ გამოიტანა.
ირკვევა, რომ უფლება დამცველამდე დაპატიმრებული ბიზნესმენი ეტლით მიიყვანეს, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია, არის სუსტად და უჭირს საუბარიც.
ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა - ეტლით გადაადგილდება, მას არ შეუძლია ფიზიკურად მოძრაობა. ადამიანი ვერ დადის და აქვს უკიდურესად მძიმე სიტუაცია, საუბარიც უჭირდა, ნელ-ნელა მოიკრიბა ძალა.
ძალიან პრინციპულად დგას იმ პოზიციაზე, რომ შიმშილობა გააგრძელოს სადამდეც ფიზიკურად შეძლებს. ითხოვს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოუდგინონ, რატომ შეეცვალა მას აღკვეთი ღონისძიება ყველაზე მკაცრი პატიმრობით"- აცხადებს ეკა ბესელია.
წესით, დღის ბოლომდე გიორგი ჩიკვაიძე ციხის სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, ეს პირობა ეკა ბესელიამ ციხის ხელმძღვანელისგან პირადად მიიღო:
დაწესებულების ხელმძღვანელი შემოვიდა და ესაუბრა მას, უთხრა, რომ გადაიყვანენ დღეს, აქვე ციხის ტერიტორიაზე მდებარე სამკურნალო, მეთვრამეტე დაწესებულებაში. ჩემი აზრით, ეს არ იქნება საკმარისი, რაც ვნახე ვიზუალურად, აუცილებლად უნდა იყოს სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული"- დასძინა უფლებადამცველმა.
ბესელია ციხის ადმინისტრაციისგან გარკვეული პირობების დაცვის გარანტიებს ითხოვს - მისი თქმით, გიორგი ჩიკვაიძესთან კომუნიკაცია არ უნდა შეიზღუდოს და საშუალება უნდა ჰქონდეს, განახორციელოს თუნდაც ერთი ზარი დღეში.
მსგავსი სიახლეები
"ოცნება უნდა დაფიქრდეს, რა ტონით საუბრობს ჩვენს პრემიერზე - ჯეიმს მაკკლირის ექსკლუზიური ინტერვიუ „პირველებთან“
მაკკლირი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები და „ქართული ოცნების“ რეაქციები აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს გავლენა და სანქციების მექანიზმი.