ცოტნე კობერიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ცოტნე კობერიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "გირჩი - მეტი თავისუფლება" ავრცელებს.
პარტია წერს, რომ რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სხვის დაკავებაში ხელის შეშლას და პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდა.