"გავიმარჯვებთ!" - ტაშის დაკვრის გამო დაკავებული სტუდენტი თავისუფალია
რუსთაველის გამზირზე, ტაშის დაკვრის გამო დაკავებული სტუდენტი სახლში იმყოფება - ლუკა გოგიამ ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
სტუდენტი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს:
ჩემო ოჯახის წევრებო, სახლში ვარ! ხშირად ვეძებ ამ პროცესის გასაღებს და ყოველთვის ამ სოლიდარობამდე მივდივარ! მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩემი თანაგრძნობა რეჟიმის ტყვეებს.
ასევე, მადლობა ომონს, რომ დამაკავა. ალბათ გული გამისკდებოდა სეუს ბავშვები დაეჭირათ და მე გამოვეშვი, ან სახლიდან მენახა ეს ყველაფერი.
ერთად, ძალიან მალე გამოვალთ ამ კრიზისიდან, რადგან ეს სისტემა უვადო მოსამართლეებზე, ძალმომრეობაზე, ჩაგვრაზე, შეურაცხყოფასა და უკნიდან მოპარვაზე დგას...
თუმცა არ არსებობს უვადო მოსამართლე, არც უვადო ხელისუფალი და არც უვადო ბელადი! უვადო მხოლოდ ღმერთია ამ ქვეყანაზე - უვადო, სრულყოფილი და უსაზღვროდ სამართლიანი!
ცამდე მეამაყებით. აქვე, საქალაქოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ამოტვიფრული სიტყვით დავამთავრებ: "გავიმარჯვებთ!"
დიდება საქართველოს! შევხვდებით უსამართლობასთან ბრძოლის ველზე! - წერს გოგია.
შეგახსენებთ, 21 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე დაკავებების სერია განაახლეს - პოლიციამ ხელბორკილები სამ ახალგაზრდას, მათ შორის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს დაადო.
რუსთაველის გამზირზე დაპატიმრებულთა შორის იყვნენ თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი. მათთან ერთად ასევე დააკავეს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ლუკა გოგია, რომელმაც გოგონების დაკავების შემდეგ პოლიციას ტაში დაუკრა.
პარლამენტთან დაკავებების სერია მას შემდეგ დაიწყო, რაც ძლიერ წვიმაში მყოფი ახალგაზრდებისთვის
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის დაპატიმრებული სტუდენტები, თათია აფრიამაშვილი და თაკო გვილია 21 მარტსვე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.