გერმანიის სანქციებს დომინოს ეფექტი ექნება - ბარამიძე

24.03.25 22:34
გერმანიის სანქციებს დომინოს ეფექტი ექნება - ბარამიძე

გერმანიის მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბარამიძე პირველ კომენტარს აკეთებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ გერმანული სანქციები მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს, რადგან ბარამიძის შეფასებითვე, ამ ნაბიჯმა შესაძლოა დომინოს ეფექტი იქონიოს. 

"სწორედ ამას ელის ქართული საზოგადოება, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დგას და მომავალს იმედით შეჰყურებს" - ამბობს გიორგი ბარამიძე. 

გერმანია არის მოწინავე დემოკრატიაში და მის სიტყვას თუ აბსოლუტურად განმსაზღვრელი არა, ტონის მიმცემი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ამას მოჰყვება დომინოს ეფექტი იმიტომ, რომ გერმანია არის ის, რაც არის თავისი გავლენით და შესაძლებლობით. სწორედ ამას ელის ქართული საზოგადოება, ამას ელის ის, ვინც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დგას და იმედით შეჰყურებს მომავალს, მიუხედავად რუსული, მოღალატური, კრიმინალური რეჟიმის ცინიზმისა", - ამბობს გიორგი ბარამიძე.

გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა -  გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე. 

დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდა სანქციათა სიაში. 

მსგავსი სიახლეები