"ქართულ ოცნებას" დამატებითი სანქციები ელოდება - კუპრაძე

25.03.25 11:19
"ქართულ ოცნებას" დამატებითი სანქციები ელოდება - კუპრაძე

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კურპაძის გაცნხადებით, გერმანიის მიერ ივანიშვილის რეჟიმის წევრებისთვის სანქციების დაწესება ქართველი ხალხის მხარდაჭერას ნიშნავს.

კუპრაძე ამბობს, რომ "ოცნებას" დამატებითი სანქციები არა მარტო გემრნაიისგან, არამედ სხვა სახელწმიფოებისგანაც ელოდება. 

ის, რომ გერმანიის ფედერაცია ჩაერთო სანქციების დიდ ჯაჭვში,  "ქართული ოცნების" მოძალადე და პრორუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ნიშნავს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი და "ქართული ოცნება" ერთმანეთისგან არის სრულიად გამიჯნული. "ქართული ოცნება" არღვევს კონსტიტუციას, არღვევს ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს. დარწმუნებულები ვართ, რომ გერმანიის შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი სხვა ქვეყნების სახელმწიფოები, მათ შორის დამატებით სანქციებს ველოდებით - ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ასე შემდეგ", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.  

დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე. 

დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდა სანქციათა სიაში. 

მსგავსი სიახლეები