დისკომფორტი შეექმნება ამ "შაიკას" - დოლიძე გერმანულ სანქციებზე
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ გერმანული სანქციების სიაში მოხვედრა ივანიშვილის რეჟიმისთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება. ოპოზიციონერის თქმით, მათ შორის გართულდება გადარიცხვა-გადმორიცხვა დასავლურ ბანკებში.
დისკომფორტი შეექმნება ამ "შაიკას" - აცხადებს ანა დოლიძე.
მაგ სიაში რომ მოხვდები, ეგრევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დასავლური ბანკებისთვის ეგრევე გადარიცხვა-გადმორიცხვა რთულდება, იმიტომ რომ, შენ უკვე არასანდოთა სიაში გადადიხარ. მოკლედ, დისკომფორტი შეექმნება ამ "შაიკას" - გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი, ბევრად მეტი გვჭირდება, რომ მივიღოთ შედეგი, მაგრამ არ ნელდება წნეხი დასავლეთიდან". - განაცხადა ანა დოლიძემ.
ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.
დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე.
დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდა სანქციათა სიაში.