გახარიას გუნდში ხსნიან, რას ნიშნავს და რატომ არის მძიმე გერმანიის სანქციები რეჟიმისთვის

25.03.25 11:26
გახარიას გუნდში ხსნიან, რას ნიშნავს და რატომ არის მძიმე გერმანიის სანქციები რეჟიმისთვის

გერმანიის მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაწესება ძალიან მძიმე ფაქტია - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, იქიდან გერმანია, საფრანგეთთან ერთად ევროკავშირის "ძრავი ქვეყანაა" და მას  გლობალურად ძალიან დიდი გავლენები აქვს.

ქემოკლიძის განცხადებით, ქართველი ხალხის უწყეტმა პროტეტმა შედეგი გამოიღო. 

ეს არის, ჩემი აზრით, ძალიან მძიმე ფაქტი, გამომდინარე იქიდან, რომ გერმანია არ არის უბრალო, ჩვეულებრივი ქვეყანა, ის არის ევროკავშირის ძრავი ქვეყანა საფრანგეთთან ერთად და ფაქტობრივად, ევროკავშირის ეკონომიკის 60 პროცენტის მქონე ქვეყანა.

ამავდროულად, გერმანიას აქვს ძალიან დიდი გავლენები გლობალურადაც. ეს არის იმის შედეგი, რომ "ქართულმა ოცნებამ"  მთლიანად გადაუხვია დემოკრატიის გზას და რა თქმა უნდა, ეს არის სწორედაც ის, რაც ხდება ქუჩაში და ქუჩაში ხდება ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არის გამოსული და მათ უნდათ თავისუფლება", - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. 

ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. 

დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე. 

დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდა სანქციათა სიაში. 

მსგავსი სიახლეები