სოზარ სუბარი "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს პატიმრობით ემუქრება
"ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება. ივანიშვილის დანაყოფის წევრი ამტკიცებს, რომ თუ ოპოზიციონერებს დანაშაული არ მიუძღვით, მაშინ ისინი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უნდა გამოცხადდნენ, სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, კოალიციის ლიდერებს ერთ წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
თუ დანაშაული არაფერი აქვთ, მაშინ პირიქით, ისინი უნდა მოვიდნენ და უნდა გასცენ პასუხი საზოგადოებას, უნდა გასცენ პასუხები საგამოძიებო კომისიას. თუ არ მოვლენ, ამაზე საქართველოს კანონმდებლობას აქვს თავისი განაწესი, ეს არის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს 1 წლამდე პატიმრობას.
თვითონ ჯემალ ლეონიძე, მაგნატის მფლობელი, არის გამართლებული სასამართლოს მიერ, თუმცა ჯერჯერობით არ არის გამოკვლეული ის დანაშაული, რომელიც მის მიმართ განხორციელდა და სწორედ საგამოძიებო კომისია იქნება ერთგვარი ბიძგი და ტრიგერი, რომ ამ საქმის და მსგავსი საქმეების გამოძიება დაჩქარებული წესით წარიმართოს.
გამარჯვებიდან 11 წლის მერე არ იქნებოდა პოლიტიკური შურისძიება? ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმეა გამოძიებული, ძალიან ბევრი პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა დარჩა ბევრი საქმე, რომელიც ბოლომდე არ არის გამოკვლეული. მათ შორის ერთ-ერთი საქმე, რომელიც მე ძალიან კარგად ვიცი, ეს არის სწორედ კეზერაშვილის ამ კრიმინალური ბიზნეს იმპერიის შექმნა, - ამბობს სოზარ სუბარი.
"ქართული ოცნების" პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
სხდომაზე დაბარებულები არიან „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ოპოზიციონერი ლიდერები ე.წ. მაგნატის საქმეზე დაიბარეს. რეჟიმი ირწმუნება, რომ თიბისი ბანკი ბიზნესის ტერორში იყო ჩართული და თუ ოპოზიონერები არალეგიტიმურ პარლამენტში არ მივლენ, მათ წიანააღმდეგ სისიხლის სმართლებრივი დევნა დაიწყება.
მუქარის მიუხედავად, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე პარლამენტში მისვლას არ აპირებენ.