ინარჩუნებს თუ არა ვახტანგ გომელაურის შვილი გერმანიაში, საქართველოს საელჩოში თანამდებობას?

25.03.25 13:20
ინარჩუნებს თუ არა ვახტანგ გომელაურის შვილი გერმანიაში, საქართველოს საელჩოში თანამდებობას?

რა შედეგის მომტანი იქნება გერმანული სანქციები ივანიშვილის რეჟიმისთვის, მაშინ როცა "ოცნების" წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში ჰქონდათ მჭიდრო კავშირები ევროკავშირის წევრს სახელმწიფოსთან. 

მაგალითად ასეთი იყო შსს მინისტრი ვახო გომელაურის შვილი ანნა გომელაური, რომელიც წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოს საელჩოში თანამდებობას იკავებდა.

"პირველები" დაინტერესდა, ისევ არის თუ არა გომელაურის ქალიშვილი საელჩოს თანამშრომელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში "პირველებს" პასუხობენ, რომ ანა გომელაური საელჩოს თანამშრომელი აღარ არის. 

უცნობია, დატოვა თუ არა გომელაურის ქალიშვილმა გერმანია. 

ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. 

  • დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე. 
  • დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდა სანქციათა სიაში. 

მსგავსი სიახლეები