პრეზიდენტი ლიეტუვის პარლამენტში: "დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დაემუქრნენ"

25.03.25 15:09
პრეზიდენტი ლიეტუვის პარლამენტში: "დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დაემუქრნენ"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის შესახებ ლიეტუვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საუბრობს. 

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ივანიშვილის გუნდის მიერ, ოპოზიციის ლიდერების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მუქარაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში ადამიანები შესაძლოა პოლიტიკური ბუნდოვანი ბრალდებებით გამოკეტონ ციხეში: 

ხვალ შეიძლება, დაგიჭირონ პოლიტიკური ბუნდოვანი ბრალდებებით, მაგალითად, დღეს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დაემუქრნენ, რადგან მას არ სურს ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი კომისიის აღიარება"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

მისი თქმით,  კანონს, რომელსაც  "ქართული ოცნება" ამერიკულად ასაღებს, არაფერი აქვს საერთო ამერიკასთან. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ქვეყანაში შიშს ნერგავს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, რომელიც საერთაშორისო დახმარებას იღებდა, მათ ელით ყველა ამ გზის ჩაჭრა, ისევე როგორც ეს რუსეთში ხდება. რაც შეეხება "აგენტების კანონს", კიდევ უფრო მკაცრდება, ვითომ ამერიკულია, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ამერიკასთან.

ისინი ავრცელებენ და ნერგავენ შიშს და ცდილობენ მოსახლეობას დააჯერონ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკონტროლებს"- დასძინა მან. 

მსგავსი სიახლეები