ველოდები, რომ უახლოეს მომავალში, გერმანიის მსგავსად არაერთი ევროპული ქვეყანა გაატარებს მსგავს ზომებს - სამადაშვილი

25.03.25 15:39
ველოდები, რომ უახლოეს მომავალში, გერმანიის მსგავსად არაერთი ევროპული ქვეყანა გაატარებს მსგავს ზომებს - სამადაშვილი

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ელოდება, რომ გემანიის მსგავსად არაერთი ევროპული ქვეყანა გაატარებს მსგავს ზომებს და სანქციებიო ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს. 

ის, რომ გერმანიამ აუცილებლად ჩათვალა ამ ხელისუფლების სანქცირება, ეს აჩვენებს იმას, რომ ეს პროცესი არის უკვე შუექცევადი და მე ველოდები, რომ უახლოეს მომავალში არაერთი ევროპული ქვეყანა გაატარებს მსგავს ზომებს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს ზეწოლა გაიზარდოს რუსულ რეჟიმზე, სანამ მათ არ მოუწევთ ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩანიშვნა", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. 

დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია.  დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები