გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი განმარტავს, რას ნიშნავს გერმანული სანქციები
გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი განმარტავს, რას ნიშნავს გერმანული სანქციები - ელგუჯა ხოკრიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ გერმანია ივანიშვილის ხელისუფლებასთან მხოლოდ "ნულის ნიშნულზე, რაღაცა ტექნიკური დონის ურთიერთობას შეინარჩუნებს" და ასე იქნება მანამ, სანამ რეჟიმის წარმომადგენლები საკუთარი მოქალაქეების ნებას არ არასრულებენ და საქრთველოს დემოკრატიულ რელსებზე არ დააბრუნებენ.
ეს არის გერმანიაში დემოკრატიული პარტიების ერთნაირი ხედვა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომ თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ არ გააგრძელებს დემოკრატიული რეფორმების კონსოლიდირებას, ის არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, რომ გააგრძელოს ინტეგრაცია რომ ევროპული ინტეგრაციისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, მათთან არანაირი კავშირები და ურთიერთობები არ იქნება. რა თქმა უნდა, ახლა სრულიად ვერ გაწყვიტავენ, მაგრამ იქნება ასეთი, ნულის ნიშნულზე რაღაცა ტექნიკური დონის ურთიერთობა. გერმანია ამ დეფაქტო ხელისუფლებას განხილავს არამეგობრულად განწყობილ ხელისუფლებად", - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.
დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია. დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.