"გერმანიის სანქციები ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებას არ განიხილავენ" - ნინო კალანდაძე

25.03.25 15:57
"გერმანიის სანქციები ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებას არ განიხილავენ" - ნინო კალანდაძე

ყოფილი მაღალჩინოსნის, დიპლომატის, ნინო კალანდაძის განცხადებით, გერმანიის სანქციები ნიშნავს, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებას არ განიხილავენ.

მოკავშირე ქვეყნის ერთგულ მთავრობას არ ასანქცირებ - ამბობს კალანდაძე და აღნიშნავს, რომ ეს გერმანიის მხრინდან არის უკიდურესი ფორმა სამოკავშირეო პოლიტიკაში.

ეს ნიშნავს, რომ მათ აღარ აქვთ არანაირი იმედი იმისა, რომ ივანიშვილის რეჟიმი რაიმი ფორმით შემობრუნდება დემოკრატიისკენ - აცხადებს ნინო კალანდაძე. 

ძალიან იშვიათ გამონაკლისს აკეთებენ ალბათ, როდესაც პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მიმართ და საერთოდ მოკავშირე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ამ გადაწყვეტილებას იღებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი ხელისუფლებას, როგორც ხელისუფლებას არ განიხილავენ, იმიტომ რომ მოკავშირე ქვეყნის ერთგულ მთავრობას არ ასანქცირებ  მეგობარი ქვეყანა, ესეიგი მათ არ განიხილავენ - ქვეყანას განიხილავენ მეგობრად, მაგრამ მათ წარმომადგენლებს არ განიხილავენ მეგობრად. ეს არის უკიდურესი ფორმა სამოკავშირეო პოლიტიკაში გამოხატულების, იმიტომ რომ ვიდრე სანქციებამდე მივა სახელმწიფო, ის, მანამდე ყველა რესურს ამოწურავს, იმისთვის რომ ჯერ კიდევ რაღაცნაირად მორიგების დიალოგის, მეგობრის დარწმუნების ფორმა მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ მათ აღარ აქვთ არანაირი იმედი იმისა რომ ივანიშვილის რეჟიმი რაიმი ფორმით შემობრუნდება დემოკრატიისკენ", - განაცხადა ნინო კალანდაძემ. 

ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. 

დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია.  დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები