პროკურატურამ წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

26.03.25 11:05
პროკურატურამ წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

გენერალურმა პროკურატურამ თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

წულუკიანის კომისიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად პროკურატურას გუშინ მიმართა. 

პროკურატურაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე  მამუკა ხაზარაძის შემდეგ, უარი ბადრი ჯაფარიძემაც განაცხადა. 

„ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიამ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 25 მარტის სხდომაზე, ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის (ჯემალ ლეონიძე, შპს „მაგნატი“) განხილვაზე დაიბარა.

აღმოჩნდა, რომ კაცი, რომელიც წულუკიანმა დასაკითხად მიიყვანა, ქონებას "ოცნების" პირობებშიც ვერ იბრუნებს.

თეა წულუკიანი და "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მსგავსი სიახლეები