თუ ევროპული სიკეთეების შენარჩუნება გვინდა, სასწრაფოდ გვჭირდება ხელისუფლების შეცვლა - სამადაშვილი

26.03.25 11:38
თუ ევროპული სიკეთეების შენარჩუნება გვინდა, სასწრაფოდ გვჭირდება ხელისუფლების შეცვლა - სამადაშვილი

როდესაც გვყავს დე ფაქტო, არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვა, EU-ს მხრიდან ამ პროცესზე საუბარი ვეღარ იქნება, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ანტონიო კოშტას განცხადებას, რომელმაც იმ ქვეყნების ჩამონთვალში, რომლებსა ევროკავშირში ელოდებიან, საქართველო არ ახსებ~ნა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, თუკი ქართელ ხალხს ევროპული სიკეთეების შენარჩუნება უნდა, სასწრაფოდ ხელისუფლება უდნა შეიცვალოს. 

როდესაც ქვეყანას დე ფაქტო და არალეგიტიმური, მაგრამ ჰყავს ის ხელისუფლება, რომელმაც განაცხადა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, შესაბამისად, ევროპული მხრიდან ვერანაირი საუბარი ვეღარ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიტაცებული აქვს ძალაუფლება დაჯგუფებას, რომელმაც უარი განაცხადა ევროპულ კურსზე. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რეალურად, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი და არა მხოლოდ გაწევრიანება, არამედ შენარჩუნება ისეთი სიკეთეების, როგორიც არის უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩვენ გვჭირდება სწრაფად ხელისუფლების შეცვლა.

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პრერსპექტივის მიღმა რჩება. გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ის ქვეყნები ჩამოთვალა, რომელსაც ევროკავშირში ელოდებიან. ამ ქვეყნებს შორის არიან უკრიანა, მოლდოვა, ბალკანეთი, რაც შეეხება საქართველოს- ანტონიო კოშტას არც კი უხსენებია.

კოშტას თქმით, “გაფართოება არის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიცია, რომლის განხორციელებაც ევროკავშირს შეუძლია.“