არსებობს რისკი, რომ 90-იანების, 2000-იანების მიჯნაზე ჩავრჩეთ - ბექა ლილუაშვილი
თუ სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში დავრჩით, ჩათვალეთ, რომ ეს ქვეყანა მომდევნო 30-50 წლის განმავლობაში, ვერასოდეს გახდება ვერასდროს გახდება ნამდვილად დამოუკიდებელი და სტაბილური, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არსებობს რეალური რისკი, რომ საქართველო უკან, წარსულში დაბრუნდეს.
ჩვენ თუ დავრჩით ეხლა სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში, ჩათვალეთ, რომ ვერასოდეს ეს ქვეყანა მომდევნო 30-50 წლის განმავლობაში, ვერასოდეს გახდება ნამდვილად დამოუკიდებელი, სტაბილური, გრძელვდიანი მშვიდობის გარანტიებით დაცული სახელმწიფო, სადაც თქვენი შვილები, მათ შორის, თქვენი მომავალი თაობა სამართლიანობის ელემენტარულ, ადამიანების ელემენტარულ, უფლებებს ნორმალურ ანაზღაურებას, ნორმალურ პენსიას თქვენ მიიღებთ და ვიქნებით ჩარჩენილი არ ვიცი 90-იანების, 2000-იანების მიჯნაზე. გადახედეთ ნებისმიერ სახელმწიფოს ჩვენს ირგვლივ. ყველა ვითარდება და ჩვენ არათუ წინ მივდივართ, არამედ უკან, წარსულში შეიძლება ძალიან მძიმედ დავბრუნდეთ, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პრერსპექტივის მიღმა რჩება. გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ის ქვეყნები ჩამოთვალა, რომელსაც ევროკავშირში ელოდებიან. ამ ქვეყნებს შორის არიან უკრიანა, მოლდოვა, ბალკანეთი, რაც შეეხება საქართველოს- ანტონიო კოშტას არც კი უხსენებია.
კოშტას თქმით, “გაფართოება არის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიცია, რომლის განხორციელებაც ევროკავშირს შეუძლია.“