გერმანიის ელჩის პირველი კომენტარი რეჟიმის დასანქცირების შემდეგ

26.03.25 13:08
გერმანიის ელჩის პირველი კომენტარი რეჟიმის დასანქცირების შემდეგ

გერმანიის ელჩის პირველი კომენტარი რეჟიმის დასანქცირების შემდეგ - პეტერ ფიშერი ამბობს, რომ სავიზო შეზღუდვები "ოცნების" იმ ლიდერებს დაუწესდათ, ვინც ადამიანების ულფბეების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი.

დიპლომატის თქმით, დასანქცირებულების ვინაობას ვერ ასაჯაროებენ, რადგან გერმანიას აქვს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. 

გერმანიის მთავრობამ გამოსცა სავიზო აკრძალვები ზოგიერთი ქართველი ინდივიდების მიმართ, ვისაც ჩვენ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. სანქცირებული პირების სახელებს და გვარებს ჩვენ არ ვასახელებთ, რადგან ჩვენ გვაქვს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც ჩენ გვიკრძალავს ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, - ამბობს ფიშერი.

ცნობისთვის, გერმანიამ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. 

დიპლომატიური უწყების ცნობით, გერმანიამ შავ სიაში შეიყვანა ის ჩინოვნიკები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გზებით დარბევაზე, თუმცა კონკრეტული გვარები და სახელები ჯერ არ გამოუქვეყნებია.  დღეიდან დასანქცირებულ პირებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.