"2008 წელს საქართველო თავს იცავდა" - წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვა დასრულდა

26.03.25 15:14
"2008 წელს საქართველო თავს იცავდა" - წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვა დასრულდა

 

 

"არასდროს არცერთ ჩვენს მოკავშირეს არ უთქვამს, რომ საქართველოს თავი არ უნდა დაეცვა", - ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გურამ მაჭარაშვილს, რომელმაც აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ინტერვიუ გაიხსენა.

მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ კონდოლიზა რაიზმა მაშინ თქვა, რომ "მიხეილ სააკაშვილი რუსეთისგან მომდინარე შესაძლო პროვოკაციის შესახებ გააფრთხილა". 

საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ სხდომაზე ის დოკუმენტიც წარადგინა, რომელიც ცხადყოფს, რა რაოდენობის რუსული ტექნიკა შევიდა ცხინვალში ჯერ კიდევ 2008 წლის ივნისის თვეში. 

არასდროს არცერთ ჩვენს მოკავშირეს არ უთქვამს, თავი არ დაიცვაო, პირველი და მეორე, ინფორმაცია იმაზე, რა რაოდენობით რუსული ტექნიკა შემოდიოდა მაისის ბოლოდან ცხინვალის რეგიონში, ამიტომ მოგართვით მე თქვენ ეს დოკუმენტი.

2007 წელს მიუნჰენში სპიჩში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზუსტად აღწერა და მოუყვა დამსწრე საზოგადოებას, რის გაკეთებას აპირებს. კაციშვილმა ეს გაფრთხილება არ დაიჯერა, სულყველამ ეს ჩათვალა სუსტი, ხომ გახსოვთ, ბენზინგასამართ სადგურს ეძახდნენ რაკეტებით, ბენზოგასამართ რაკეტებიან სადგურის მეთაურის ისტერიკად, - თქვა ვაშაძემ. 

თეა წულუკიანის კომისიამ აგვისტოს ომის შესწავლა დაიწყო. მიუხედავდა იმისა, რომ ევროპული და ჰააგის სასამართლოების მიერ ეს საქმეები უკვე წლების გამოძიებულია და ვერდიქტებიც ცნობილია, წულუკიანის კომისია კითხვების დასმას თავიდან იწყებს.   

პაატა დავითაიას და გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვის შემდეგ წულუკიანმა თქვა, რომ კითხვები მიხეილ სააკაშვილთანაც აქვს. 

ამ წუთებში წულუკიანის საგამოძიებო კომისიაში უკვე ზურაბ ნოღაიდელს ელოდებიან. 

ასევე ნახეთ: 

მსგავსი სიახლეები