საერთაშორისო მედია ბოჭორიშვილს: EU არჩვენებს და თქვენ პრეზიდენტს არ აღიარებს, აღწერეთ როგორ ურთიერთობთ ევროპულ ინსტიტუტებთან?
ვენაში ჩასულ მაკა ბოჭორიშვილს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართული პრესკონფერენციის შემდეგ, სადაც "ოცნების" მინისტრს ბეათე მაინლ-რაიზინგერმა მხილების სერია მოუწყო, ბოჭორიშვილს კითხვა მედიამაც დაუსვა.
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა მაკა ბოჭორიშვილს ჰკითხა, როგორც ურთიერთობს "ოცნება" ისინი ევროპულ ინსტიტუტებთან იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და ლეგიტიმურ პრეზიდენტადაც სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ.
ჟურნალისტის კითხვა: გთხოვთ აღწეროთ, როგორ ურთიერთობთ ევროპულ ინსტიტუტებთან იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა და სხვადასხვა სახელმწიფოებიდან პარლამენტის წევრებმა არ აღიარეს თქვენი ბოლო არჩევნები, სალომე ზურაბიშვილს თვლიან ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არა იმ პრეზიდენტს, რომელსაც თქვენი მთავრობა ?
ამ კითხვაზე "ოცნების" მინისტრს ასეთი პასუხი ჰქონდა:
როცა ვლაპარაკობთ ქვეყნის სუვერენულ არჩევანზე, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხხალხის დემოკრატიულ არჩევანს. არჩევნები ჩატარდა, სადაც აღასობით საერთაშორისო დამკვირვებელი იყო . ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ვნახეთ ბევრი პროტესტი არცევნების შედეგებთან დაკავშირებით . ვხედავთ, კონკრეტული აქტორები უგულებელყოფენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირში ინტეგრაციას მთავარ პრიორიტეტად , ამ მიზნის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია დიალოგის ქონა პარტნიორებთან", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.