ჟურნალისტი, ანა ჩხიკვაძე იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც “მეგობარმა აქტმა“ დამტკიცების შემდეგ უნდა გაიაროს

27.03.25 22:00
ჟურნალისტი, ანა ჩხიკვაძე იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც “მეგობარმა აქტმა“ დამტკიცების შემდეგ უნდა გაიაროს

სენატში დახურული შეხვედრა დასრულდა-"მეგობარი აქტი" დამტკიცებულია. ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი იმ პროცედურებს განმარტავს, რომელიც “მეგობარმა აქტმა“ დამტკიცების შემდეგ უნდა გაიაროს.

როგორც "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ანი ჩხიკვაძემ განაცხადა, “რადგან ეს არის ორპარტიული აქტი, მისი წინ წაწევა იქნება უფრო ადვილი, ვიდრე სხვა კანონმდებლობის შემთხვევაში.“

“მეგობარი აქტი“ ახლა უნდა წარედგინოს სენატს და ერთიანმა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, მსგავსი პროცედურა ასევე უნდა წარმიმართოს წარმომადგენელთა პალატაში, სადაც მათ უკვე საკუთარი ვერსია უნდა მიიღონ, ამის შემდეგ, შეჯამდება პირველი მხარის პოზიციები და შემდეგ ხმას მისცემს გაერთიანებული სხდომა, ამერიკის კონგრესი, რის შედეგადაც პრეზიდენტს ეგზავნება ხელმოსაწერად და შედის ძალაში.

რადგან ეს არის ორპარტიული აქტი, მისი წინ წაწევა იქნება უფრო ადვილი, ვიდრე სხვა კანონმდებლობის შემთხვევაში.

რაც შეეხება შემდეგ ნაბიჯებს- ვნახავთ, რამდენად სწრაფად დასვამენ საკითხს იმისას, რომ უკვე სენატის გაერთიანებულმა სხდომამ მისცეს ხმა ამ საკონმდებლო ინიციტივას. ინიციატივაში მნიშვნელოვანია, სანქციები და ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაკავებული პირები გაათავისუფლონ“, - განაცხადა ჩხიკვაძემ ჩართვაში. 

სენატში დახურული შეხვედრა დასრულდა - "პირველების" ინფორმაციით, "მეგობარი აქტი" დამტკიცებულია. ამის შესახებ "პირველებს" ამერიკის სენატიდან აცნობეს.

ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ,  უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამავე თემაზე: