სენატმა მიიღო კანონი, რომელიც "რუსულ ოცნებას" პასუხისმგებლობას დააკისრებს-რაუფოღლუ

27.03.25 22:46
სენატმა მიიღო კანონი, რომელიც "რუსულ ოცნებას" პასუხისმგებლობას დააკისრებს-რაუფოღლუ

“სენატმა მიიღო კანონი, რომელიც "რუსულ ოცნებას" პასუხისმგებლობას დააკისრებს“, -ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წერს.

ამ წუთებში! აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, მიიღო ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ქართულ დემოკრატიაზე თავდასხმისა და მომიტინგეებზე ძალადობის გამო, საქართველოს "რუსული ოცნების" ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობას დააკისრებს, წერს რაუფოღლუ.

სენატში დახურული შეხვედრა დასრულდა - "პირველების" ინფორმაციით, "მეგობარი აქტი" დამტკიცებულია. ამის შესახებ "პირველებს" ამერიკის სენატიდან აცნობეს.

ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ,  უახლოეს დღეებში დაიწყება.

ამავე თემაზე: