“მეგობარი აქტი“ ღრმა პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს,მნიშვნელოვანია, რეალურად რა მოქმედებები მოჰყვება- ვიქტორ ყიფიანი
ოლიგარქის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის თქმით, “მეგობარი აქტი“ ატარებს ძალიან ღრმა პოლიტიკურ დატვირთვას, მაგრამ როგორ განახორციელებენ მას და გადაიტანენ პრაქტიკულ სივრცეში, ეს მნიშვნელოვანია.“
როგორც ყიფიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ეს ნათლად აჩვენებს იმას, რომ “საქართველოსთან მიმართებაში, შეერთებულ შტატებს, ჯერჯერობით, შენარჩუნებული აქვს ინტერესი, რომელიც საკუთრივ “მეგობარ აქტში“ შეფასებული აქვთ, როგორც ეროვნული ინტერესი.“
საქართველოსთან მიმართებაში, შეერთებულ შტატებს, ჯერჯერობით, შენარჩუნებული აქვს ინტერესი, რომელიც საკუთრივ “მეგობარ აქტში“ შეფასებული აქვთ, როგორც ეროვნული ინტერესი. ჩვენ რაოდენ თავიც არ უნდა შევიქციოთ ხმამაღალი განცხადებებით, რომ “მეგობარი აქტი“ ჩაშვებულია საკანონმდებლო პროცესში, მიღებული იქნება და ვიღებთ სხვადასხვა შეფასებებს კონგრესმენების მხრიდან, დღეს, როგორც არასდროს, განსაკუთრებით იმ მოვლენათა ფონზე, რომელიც საქართველოში ხდება, კრიტიკული დატვირთვა ენიჭება “მეგობარი აქტის“ პრაქტიკაში ამოქმედებას.
მნიშვნელოვანია, რეალურად რა მოქმედებები მოყვება- ეს იქნება მხოლოდ დეკლარაცია, თუ რეალურად მას მოჰყვება ის მოქმედებები, რომლებიც ამ აქტშია გაწერილი, - განაცხადა ყიფიანმა.
სენატში დახურული შეხვედრა დასრულდა - "პირველების" ინფორმაციით, "მეგობარი აქტი" დამტკიცებულია. ამის შესახებ "პირველებს" ამერიკის სენატიდან აცნობეს.
ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება.