წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობის გამო ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
წინა ხელისუფლების, დროებით შემსწავლელ ე.წ. კომისიაში გამოკითხვაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის არგამოცხადების ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ოქრუაშვილის საქმე პროკურატურას წულუკიანმა 27 მარტს გადაუგზავნა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ 26 მარტს გამოძიება დაიწყო "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგაც. მასაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლას ედავებიან.