"ის, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს ფაქტი ტრამპის ადმინისტრაციას არ უკუუგდია" - კალანდაძე
ნინო კალანდაძე ამბობს, რომ ამერიკას და ტრამპის ადმინისტრაციას ივანიშვილის ხელისუფლებასთან პოლიტიკა არ შეუცვლია. ყოფილი მინისტრის თქმით, "ის, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს ფაქტი ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ უკუუგდია"
ამერიკის შეერთებული შტატებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, ვინც იქნება მათთან მოსაუბრე პირი მათთვის გეოსტრატეგიულ ამოცანებსა და მიზნებზე იყოს ლეგიტიმური და ჰქონდეს სახალხო ლეგიტიმაცია. ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ ადმინისტრაციებს შორის პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდება, ეს ბუნებრივია, მაგრამ სახელმწიფოებს, საკუთარ მოკავშირეებს ფუნდამენტურად დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შეხედავს განსხვავებულად. მას სჭირდება აქ კონკრეტული წარმომადგენლობითი ერთეული, რომელიც მართლაც სარგებლობს წარმომადგენლობითი სტატუსით. ეს სტატუსი "ქართულ ოცნებას" არ აქვს. ის, რომ არჩევნები გაყალბდა და მათ ლეგიტიმაცია არ აქვთ, ეს ახალ ადმინისტრაციას ჯერ არ უკუუგდია. ამასთან გაამკაცრა რიტორიკა, იმ ადამიანის უფლებებს დარღვევა, რომელიც მას ამასთან ჰქონდა. ეს ნიშნავს, რომ ფუნდამენტურად საქართველოსვე მიმართულებით მათი პოლიტიკა საერთოდ არ შეცვლილა", - ამბობს ნინო კალანდაძე
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "მეგობარი აქტი" დაამტკიცა.
ახლა უკვე დოკუმენტი განსახილველად სხვა კომიტეტებს გადაეცემათ. რეჟიმის სანქცირების დოკუმენტის განხილვა სენატის კომიტეტებში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება.