ტოვებს პოლიტიკური თამაშების განცდას - ხოშტარია საბანაძის გადადგომაზე

23.03.21 13:31
ტოვებს პოლიტიკური თამაშების განცდას - ხოშტარია საბანაძის გადადგომაზე

მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კახა საბანაძის შს მინისტრის პოსტიდან წასვლას პოლიტიკური თამაშის ნაწილს უწოდებს.

ეს ყველაფერი ტოვებს პოლიტიკური თამაშების და გადაჯგუფების განცდას, ჩვენ ვიცით რომ წლების განმავლობაში მოყოლებული 20 ივნისიდან, ია კერძაიას საქმე, ბევრი უსამართლობა უკავშირდება სწორედ შსს სამინისტროს, ფაქტია რომ დანაშაული სახეზეა და არავის პასუხისმგებლობა არ არის, ამიტომ ლაპარაკი რომ რაღაცა პასუხისმგებლობას იღებს საბანაძე არის არადამაჯერებელი - ამბობს ხოშტარია. 

ცნობისთვის, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა კახა საბანაძემ დღეს დატოვა. საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის შესახებ არაერთი სიუჟეტი მომზადდა. ტვ პირველის ეთერში სკანდალური აუდიოჩანაწერები გავიდა, სადაც ის 20 ივნისის ღამეს ბრძანებებს არა რაციით, არამედ ხმოვანი შეტყობინებებით  გასცემდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ  უკანონო დავალებებს ის კახაბერ საბანაძისგან იღებდა.