31 მარტის აქცია - პრეზიდენტი პროდასავლურ ოპოზიციას ხვდება

30.03.25 15:59
31 მარტის აქცია - პრეზიდენტი პროდასავლურ ოპოზიციას ხვდება

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება. დახურული მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, იმ დიდ აქციას უკავშირდება, რომელიც ხვალ თბილისის ცენტრში 20:00 საათზეა დაგეგმილი.

ზურაბიშვილის ოფისში უკვე მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები. ადგილზე არიან "ძლიერი საქართველოს" ლიდერებიც. 

გეგმა არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ქვეყნის დაყენება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამ მხრივ რაიმე ცვლილება არ იგეგმება. 

ხვალინდელი დღე არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების დღეს, 34 წელი სრულდება და არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ასევე პროტესტისთვის ეს მნიშვნეოვანი დღეა, იმიტომ, რომ არის თავისუფლებისთვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

პროტესტია ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ მივაღწიოთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ცვლილება არ იგეგმება, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 
 

შეხვედრაზე პოლიპატიმრების ოჯახის წევრებზე საუბრას აპირებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ  პასუხისმგებლობა მათ მოლოდინებზე სწორედ ოპოზიციასა და ზურაბიშვილზეა. 

ჩემი მოსვლის ერთადერთი მიზანია სწორედ ეს, რომ პოლიპატიმრების ოჯახის წევრების დანაბარები გადავცე სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს კონკრეტული მოლოდინები აქვთ, მოლოდინები მათ შორის, 31 მარტთან მიმაღთებაში და მეც მიმაჩნია, რომ მტავარი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ჩვენც, პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით, ადამიანს, რომელიც ერთგვარ კონსოლიდატორად უნდა ყოფილიყო პროცესების, განსაკუთრებით ხვალინდელი დღისთვის, გაგვაჩნია სწორედ ამ ადმაიანებთან, მათ ოჯახის წევრებთან, - ამბობს თინა ბოკუჩავა. 

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხვალინდელი დღე პროტესტის გამოღვიძების დრე უნდა იყოს. მისი თქმით, სიახლეები იქნება და ამას ხვალინდელ აქციაზე სწორედ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გააჟღერებს.  

მთავარი რაც არის, ეს უნდა იყოს საპროტესტო აქციების გამოღვიძების დღე, რომ საქართველოს შიგნით ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და ჩვენმა პარტნიორებმაც დაინახონ, რომ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ძალიან აქტიურად. სიახლეები, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. ამას უკვე სალომე ზურაბიშვილი თავის გამოსვლაში იტყვის, - ამბობს გიორგი ვაშაძე.  

მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყებამდე 24 საათი რჩება. ხვალ, 31 მარტს საღამოს 20:00 საათზე ყველა ასაკის და პროფესიის ადამიანი "ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაერთიანებდა. რუსთაველის გამზირზე, შეკრებილებს, ვინც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების მოთხოვნით უკვე თვეებია ქუჩაში დგას, სიტყვით მიმართავს ქვეყნის ბოლო არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ ხვალინდელი აქციის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება სინდისის პატიმრების გათავისუფლება იქნება. სინდისის პატიმრების დედები სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას სთხოვენ. თუ პოლიტიკოსები არ იტყვიან, როგორ წარმოუდგენიათ ტყვეების ციხეებიდან გამოშვება, დედები მოქმედებაზე გადავლენ. არ არის გამორიცხული,  ეს ბრძოლა მშობლების ნაწილმა ხვალაც დაიწყოს.