დეფაქტო პრეზიდენტის 9 მაისის აღლუმზე დასწრება ღალატის ქრონიკის ლოგიკური კულმინაცია იქნება - ბოკუჩავა

31.03.25 15:23
დეფაქტო პრეზიდენტის 9 მაისის აღლუმზე დასწრება ღალატის ქრონიკის ლოგიკური კულმინაცია იქნება - ბოკუჩავა

"გამოცხადებული ღალატის ქრონიკის ლოგიკური კულმინაცია იქნება - ასე აფასებს თინა ბოკუჩავა მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე ქართული დელეგაციის შესაძლო ჩასვლას. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ვარაუდობს, რომ მიხეილ ყაველაშვილმა აღლუმზე დასასწრებად მოსაწვევი კრემლიდან უკვე მიიღო. 

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს მოსაწვევი 9 მაისის ღონისძიებაზე დასწრების უკვე მიღებული აქვს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეულ არალეგიტიმურ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს, რაც იქნება ერთგვარი ლოგიკური კულმინაცია იმ ღალატის ქრონიკის, რასაც ღალატის კომისიაზე. ამ ღალატის ქრონიკის ლოგიკური კულმინაციური მომენტი იქნებოდა სწორედ დეფაქტო პრეზიდენტის, ყაველაშვილის დასწრება 9 მაისის აღლუმზე, - ამბობს ბოკუჩავა.

ვინ დაესწრება 9 მაისს მოსკოვში გამარჯვების აღლუმს - "პირველებისთვის" ახალი გვარები ხდება ცნობილი. ასეთებად ოპოზიცია ლევან ვასაძეს, მიხეილ ხუბუტიას, მამუკა მერკვილაძეს  და მამუკა ფიფიას ასახელებს. მათი თქმით, ეს ის ოთხი ბიზნესმენია, რომელიც რუსი დიქტატორის ზეიმში მიიღებს მონაწილეობს. 

ამ დრომდე "ქართულ ოცნებას" მკაფიოდ არ უთქვამს, რომ არანაირ დონეზე არ დაესწრებიან რუსეთში დაგეგმილ ღონისძიებას. 

აღსანიშნავია, რომ წითელ მოედანზე ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს დელეგაცია 2005 წლიდან არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი 9 მაისს მოსკოვში პუტინის გვერდით იქნება. "ტვ პირველმა" გაარკვია, რომ ოთარ ფარცხალაძე გამარჯვების აღლუმზე ოჯახთან ერთადაა მიწვეული.

"სოლიდარობა მშვიდობისთვის" წარმომადგენელი "პირველებს" უდასტურებს, რომ მათი პარტიაც და ასევე ფარცხალაძეც მოსკოვში, წითელ მოედანზეა მიწვეული.