"აუცილებლად ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ" - პაატა ბურჭულაძე დღევანდელ აქციაზე
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი აქცია აუცილებლად მასშტაბური უნდა იყოს. ხელოვანის თქმით, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგებინოს, რომ ბევრნი არიან და ქვეყნის თავისუფლების დათმობას არ გეგმავენ.
დღეს აუცილებელია, რომ ვიყოთ ძალიან ბევრნი. ვისაც გული შესტკივა და ნამდვილად უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა, და ვიცი, რომ ჩვენ ვათ დიდი უმრავლესობა ქვეყანაში, არა ისინი, ვინც სხედან ახლა შულავერის კომიტეტი და რაღაცას იგონებენ და თხზავენ ახალ ისტორიას, საქართველოსთვის დამღუპველს. ამიტომ ჩვენ ყველანი დღეს უნდა ვიყოთ რუსთაველზე, უნდა ყველას გავაგებინოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყნის დამთმობები არ ვართ, ჩვენ გვინდა თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი საქართველო და ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი, ევროპული საქართველო ისე, რომ ადამიანმა გაიხაროს ამ ქვეყანაში, - ამბობს პაატა ბურჭულაძე.
პროტესტის დღე საქართველოში - თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, ქუთაისი, გორი, თელავი და ახალციხე აქციისთვის ემზადება.
თარიღი სიმბოლურია. 34 წლის წინ ამ დღეს საქართველომ 70 წლიან საბჭოთა ოკუპაციას უარი რეფერენდუმით უთხრა. ივანიშვილის რეჟიმის და მისი რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის.
20:00 საათიდან რუსთაველის გამზირი წინააღმდეგობის ცენტრად კიდევ ერთხელ იქცევა.
პარლამენტის შენობის წინ უკვე საპოლიციო მობილიზება. ცოტა ხანში იქ სცენას ააწყობენ. რუსთაველზე ელოდებიან დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ოპოზიციის ლიდერებს.