სად არის კახა საბანაძე - შს ყოფილი მაღალჩინოსანი გადადგომის შემდეგ დუმს

23.03.21 13:37
სად არის კახა საბანაძე - შს ყოფილი მაღალჩინოსანი გადადგომის შემდეგ დუმს

პოსტიდან გადადგომის შემდეგ კახა საბანაძე დუმს. 

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ პოსტი მას შემდეგ დატოვა, რაც ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ მას საკუთარ კაბინეტში უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ.

კახა საბანაძე გადადგომას ობიექტური გამოძიების სურვილით ხსნის და ამბობს, რომ პრეცედენტი შექმნა. 

პროკურატურამ გახმაურებულ საქმეზე გამოძიება რამდენიმე საათის წინ დაიწყო.