ვინ შეურთდება პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ წინააღმდეგობის ახალ პლატფორმას?

01.04.25 11:43
ვინ შეურთდება პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ წინააღმდეგობის ახალ პლატფორმას?

ვინ შეურთდება პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ წინააღდმდეგობის ახალ პლატფორმას? შეხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დღეს არის დაანონსებული.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, პროდასავლური ოპოზიციური ძალები ერთ ხმაში საუბრობდნენ. მისი თქმით, საჭიროა კონსოლიდაცია იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაძლიერდეს. 

ამდენი დღის, ამდენი ლაპარაკის და ამდენი შეხვედრების ბოლოს გუშინ წარვუდგინე ეს კოორდინაცია, რომელიც, ჩემი აზრით, არის მინიმალური კოორდინაცია, მერე შეგვიძლია, ავიდეთ სხვა საფეხურებზე. მე ვუთხარი, რომ ყველას მოგისმინეთ, ამას ბევრი დრო დავუთმე, ვეცადე ყველანაირად, ცალ-ცალკე შეხვედრებით, ერთად შეხვედრებით, ახლა მე გთავაზობთ, რაც არის, ჩემი აზრით, ერთობლივი მისაღები პლატფორმა იმისთვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ წინააღმდეგობა, იმიტომ, რომ ერთმანეთზე თავდასხმით არ ძლიერდება წინააღმდეგობა. ვნახოთ, ვინც იქნება, ის იქნება. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ საჭიროა, კონსოლიდაცია მოხდეს. 

მე ვცდილობ ყველანაირად, რომ ესენი მოვიყვანო ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უპასუხებს ამ დაკვეთას საზოგადოების. აქამდე ვერ პასუხობენ, აქამდე არ გინახავთ ერთიანი პოზიციები. მოდიან ჩემთან, მიდიან და მერე ცალ-ცალკე.. ან სანამ მოვლენ, ვიღაცა წინსწრებით პოზიციას დააფიქსირებს, მერე სხვებისთვის ძნელია, რომ შეუერთდნენ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. მაგრამ  მე არ ვეშვები იმას, რომ ვცადოთ, კოორდინირება მოვახდინოთ, რომ ეს ცალ-ცალკე არ იყოს და არ იყოს ეს ერთმანეთზე თავდასხმა და შევძლოთ ის, რომ ერთიანი ოზიციებით გავიდეთ გარეთ, ერთიანი პოზიციებისთ წარვდგეთ ხალხის წინაშე, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგრა გრიგოლიას „რეაქციაში“. 

წინააღმდეგობის ერთიანი პლატფორმის შექმნას ემხრობა ოპოზიციაც. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ერთადერთი სწორი ნაბიჯი სწორედ ერთიანი პლატფორმის შექმნაა. 

ერთადერთი სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება ერთიანი პლატფორმის შექმნა, სადაც როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო აქტორები პრეზიდენტთან ერთად ერთობლივად აიღებენ პასუხისმგბელობას და ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე ამ პროცესზე. ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე ეს არ მოხდა და ვერ მოხდა. მე არ ვიცი და ვერასდროს გავიგებ იმ ადამიანების, პოლიტიკოსების, რომელთათვისაც რაიმე შეიძლება, უფრო მაღლა იდგეს დღეს, ვიდრე არის სახელმწიფოს გადარჩენის ინტერესი, - ამბობს ნაცვლიშვილი.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხისთვისაც და პოლიტპატიმრებისთვისაც - დროა: 

ჩვენ ყველა შანსი მივეცით ამ წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნას, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირ რეალურ წინააღმდეგობის  ერთიანი პლატფორმა არ შეიქმნა. და ახლა ყველაზე ძვირფასი ჩვენთვის, პოლიტპატიმრებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის არის დრო. დასაკარგი დრო ნამდვილად არავის აქვს, ამიტომ თუ ეს წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც  5 თვის განმავლობაშ უნდა შექმნილიყო და ამ დრომდე ვერ შეიქმნა, არარეალისტურია, სჯობს, ყველა გულწრფელი იყოს ამასთან დაკავშირებით, - ამბობს ბოკუჩავა.
 

სალომე ზურაბიშილის გუშნდელ გზავნილებს რეალისტურს უწოდებენ გახარიას გუნდშიც. 

მე ვფიქრობ, უფრო რეალისტური გზავნილები იყო წარმოდგენილი ქალბატონი სალომესგან. ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათვაისუფლება. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლა, ძალების კოორდინირება, რესურსების კოორდინირება და შედეგზე ორიენტირება, - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი
 

ერთიანობის პლატფორმას ოპტიმალურს უწოდებს "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილიც.  

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ოპტიმალური პლატფორმა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს შემოეთავაზებინა, რომ ჩვენ დაგვეწყო ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა იმ მიმართულებით, რაზეც ვთანხმდებით. ვთანხმდებით რაზე? პროტესტის ამოცანებზე, რომ საჭიროა მთავრობის გადადგომა, ახალი არჩევნები. როგორ ვაღწევთ ამ ყველაფერს? ამას სჭირდება, ერთის მხრივ, შიგნით, კომუნიკაცია, პროტესტი ამის გარდა, გარეთ კომუნიკაცია, სანქციების გაზრდა ამის გარდა, ზრუნვა სჭირდება პროტესტის მონაწილეებს, ზრუნვის ჯგუფები, ზრუნვა სჭირდება საჯარო მოხელეებს.. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ, - ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი. 

რუსთავლის გამზირზე პრეზიდენტმა თქვა, რომ საჭიროა წინააღმდეგობის ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომლის მთავარი მიზანი - ახლი არჩვნების დანიშვნა , სინდისის  პატიმრების  გათავისუფლება და რუსულირ რეჟიმის მიმართ საერთაშიროსო წნეხის გაზრდა იქნება.  პრეზიდენტის თქმით, პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს.