როგორი იქნება წინააღმდეგობის პლატფორმის სამოქმედო გეგმა - ზურაბიშვილის ოფისში ოპოზიცია მივიდა
სალომე ზურაბიშვილის ოფისში პროდასავლური ოპოზიცია იკრიბება. დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი პრეზიდენტის მიერ დაანონსებული წინააღმდეგობის პლატფორმა და სამოქმედო გეგმაა.
პრეზიდენტის ოფისში უკვე მივიდნენ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გგი წერეთელი, "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია.
ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა არის ორი საკითხი, რის გარშემოც ისინი ერთიანდებიან: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ამ მიმართულებით ოპოზციონერები წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში ერთად დგომის პერსპექტივას ხედავენ.
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია ვერ შეჯერდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
არის მთელი რიგი საკიტხები,რ აზეც ჩვენ ფუნდამენტურად ვთანმხდებით და ჩვენ ვხედავთ, რომ ამდენი ხნის განმავლობაშ ოპოზიცია პარლამენტში არ შესულა ანუ პრინციპულ საკითხებზე ეს ერთიანობა არის. არის საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანმხდებით. მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნები ჩვენთვის არის ძალიან პრინციპული საკითხი, მასზე სწრაფად უარის თქმა. შესაბამისად, ის, რაზეც ვთანმხდებით, ვითანამშრომლებთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საერთო პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორ მივდივართ ახალ არჩევნებამდე, ამის ხედვა ჩვენ ყველამ გულჭრფელად საზოგადოებას უნდა ვუთხრათ.
რაც შეეხება პრეზიდენტის შეთავაზებას კოორდინაციის, ბუნებრივია, მან აქამდეც მნიშვნელოვანი როლი ითამაშ ამ კუთხით, განსაკუთრებით საგარეო კოორდინაციაში და ბუნებრივია, ყველა მცდელობას კოორდინაციის გაუმჯობესების, უნდა მივცეთ შანსი, - ამბობს ელენე ხოშტარია.
გიგი წერეთლის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, სავარაუდოდ იმ ნაბიჯებზე იმსჯელებენ, რომელიც პარტიებში და საზოგადოებაში მეტ სინერგიას შექმნის.
მჭიდრო თანამშრომლობა უნდა იყოს და ამისთვის გარკვეული პლატფორმა დაანონსდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან და ალბათ დღეს ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა უნდა იყოს ის ნაბიჯები, რაც მეტ სინერგიას შექმნის. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პარტიებს შორის, აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებს საზოგადოებას შორის, ვინც არის პროტესტში მთელი ამ ხნის განავლობაში და სწორედ მათი ინტერესის საგანია, თუ როგორი იქნება პოლიტიკური კომპონენტი, - ამბობს გიგი წერეთელი.
რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტმა თქვა, რომ საჭიროა წინააღმდეგობის ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომლის მთავარი მიზანი - ახლი არჩვნების დანიშვნა , სინდისის პატიმრების გათავისუფლება და რუსულირ რეჟიმის მიმართ საერთაშიროსო წნეხის გაზრდა იქნება. პრეზიდენტის თქმით, პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისა და ჯგუფისთვის, ვინც პროტესტის მოთხოვნებს იზიარებს.