სკანდალური გამოძიება ირაკლი რუხაძეზე - რას ცვლის "იმედის" მფლობელისთვის Byline Times გამოძიება

01.04.25 15:44
სკანდალური გამოძიება ირაკლი რუხაძეზე - რას ცვლის "იმედის" მფლობელისთვის Byline Times გამოძიება

 „საქართველოს რეფორმის ასოციაციის“ დამფუძნებელი სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებით ბრიტანული გამოცემის სკანდალური გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტი სიცხადე იქნება საკითხზე, მით მეტი ინტერესი იქნება მისი დასანქცირების თვალსაზრისით. 

კაპანაძის თქმით, გამოძიებამ ცხადყო, რომ რუხაძე, ივანიშვილი და მათი ბიზნესინტერესები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დასკვნა არის ის, რომ ირაკლი რუხაძე თავისი კომპანიის მეშვეობით კავშირში იყო რუსეთის სხვადასხვა ოლიგარქთან და ამასთანავე, არის ადამიანი, რომელიც ფლობს „ტვ იმედის“ და რომელიც აქ პროპაგანდის გავრცელების მეშვეობით რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს. ყველაზე ნიშანდობლივი და საინტერესო არის ის, რომ ბრიტანულ პრესაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუხაძე ხვდება, როდესაც მისი კომპანიები და მისი კორუფციული ბიზნესინტერესები ხვდება და ნიშანდობლივია ის, რომ რაც უფრო მეტი ასეთი სინათლე იქნება რუხაძის ბიზნეს საქმიანობის და მისი ოლიგარქიული კავშირების შესახებ, მით უფრო, ბუნებრივია, ინტერესი იქნება საქართველოს მიმართ და მათ შორის სანქცირების მიმართ. ანუ ის სქემა, რომელსაც ეს ადამიანები, ამ შემთხვევაში, ბატონი რუხაძე, დიდი ხნის განმავლობაში ხლართავდნენ, როგორც ჩანს, სადაც იყო მრავალ ათეულ და ასეულ მილიონზე საუბარი, მათ შორის, არ ერიდებოდნენ რუსეთის ოლიგარქების ინტერესების დაცვას, აბრამოვიჩის და სხვების და ეს ყველაფერი, ეგონათ, რომ იყო დაფარული. ახლა ფაქტია, რომ ეს ყველაფერი გამოდის სააშკარაოზე და რუხაძე, ივანიშვილი, მისი ბიზნესიმპერია, ეს ყველაფერი არის ერთი, - ამბობს სერგი კაპანაძე. 
 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული გამოცემა "BYLINE TIMES" ივანიშვილის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის მოსკოვთან კავშირებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 

მსგავსი სიახლეები