ირაკლი რუხაძე ამ ქვეყანაში რუსული პროპაგანდის საყრდენია - ხოშტარია

01.04.25 15:53
ირაკლი რუხაძე ამ ქვეყანაში რუსული პროპაგანდის საყრდენია - ხოშტარია

იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, ელენე ხოშტარია "ქვეყნის გამარჯვებად" აფასებს. კოალიცია "ცვლილებისთვის ლიდერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლები და ვიზიტები პარტნიორებთან უკვე ცხადყოფს, რომ "ოცნების" მთავრობა არალეგიტიმურია და მას არსად აღიარებენ. 

ხოშტარია ირაკლი რუხაძის შესახებ ბრიტანული გამოცემის სკანდალურ სტატიაზეც საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ რუხაძე საქართველოში რუსული პროპაგადის საყრდენია. 

დემოკრატიული სამყაროს მხრიდან არის ამ ქვეყნის გამარჯვება და იმ აქციების გამარჯვება, როდესაც ადამიანები იბრძვიან და აღიარებენ სალომე ზურაბიშვილს და არა ვიღაც კომიკურ ფიგურებს, როგორიც არის ყაველაშვილი. ამიტომ, თავისთავად, ფაქტი, რომ ბალტიაში იყო ვიზიტი, ამერიკაში იყო პრეზიდენტი, ახლა ბრიტანეთს მიმართავს, ეს თავისთავად,არის სერიოზული არაღიარების გამარჯვება.

მეორე - რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რაზეც შეთანხმებულები ვართ. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტიკური დევნა და სანქციები, როგორც ინსტრუმენტი. 

ირაკლი რუხაძე არ არის ბიზნესმენი, ირაკლი რუხაძე არის პროპაგანდისტული რუსული საყრდენი ამ ქვეყანაში, ამიტომ აქ არანაირი არსებიტი განსხვავებები არ არის, - ამბობს ხოშტარია. 
 

იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დღეს სიტყვით ბრინატეთის პარლამენტის წინაშე გეგმავს გამოსვლას, ბრიტანული გამოცემა "BYLINE TIMES" ივანიშვილის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ირაკლი რუხაძის მოსკოვთან კავშირებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.  

მსგავსი სიახლეები