ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ სახელფასო ბარათი დაუბლოკეს
ლევან მურუსიძე "პირველებს" უდასტურებს, რომ ბრიტანული სანქციების შემდეგ, მისი სახელფასო ბარათი დაბლოკილია.
ერთადერთი რაც დამებლოკება ეს არის სახელფასო ბარათი, მაგრამ ხელფასს რამენაირად ავიღებ. ვერ წარმომიდგენია, რომ ხელფასი ვერ ავიღო."- აცხადებს "ტვ პირველთან" ინტერვიუში ლევან მურუსიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ჟურნალისტის დამაზუსტებელ შეკითხვას, როდის დაებლოკა ბარათი პასუხობს, რომ სახელფასო ბარათს უკვე ვეღარ იყენებს:
სახელფასო ბაარათი დამებლოკა, როდის დამებლოკა რა მნიშვნელობაა აქვს, დეტალებია ეს"- დასძინა სანქცირებულმა მოსამართლემ.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის მიერ ფინანსური სანქციები დაწესებას, ლევან მურუსიძე ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიზანია, "სასამართლო სისტემაზე ზეგავლენა" მოახდინოს.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ჩინჩალაძესა და მურუსიძეს ფინანსური სანქციები დღეს დაუწესა
ლევან მურუსიძის სანქციების დაწესების საფუძვლად მითითებულია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვი რომ მურუსიძე ჩართული იყო და არის კორუფციულ გარიგებებში.