ისე არ უნდა იცხოვრო, შენს თანამდებობიდან წასვლას ხალხი ერთმანეთს ბათუმის ქუჩებში ულოცავდეს - კირთაძე რიჟვაძის გადადგომაზე
ისე არ უნდა იცხოვრო, რომ შენს თანამდებობიდან წასვლას ხალხი ერთმანეთს ბათუმის ქუჩებში ულოცავდეს - ასე ეხმაურება თორნიკე რიჟვაძის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას კოალიცია “ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე.
კირთაძე დარწმუნებულია, რომ რიჟვაძის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება ბიძინა ივანშვილმა მიიღო.
არც მისი დანიშვნა უკითხია არათუ აჭარის მოსახლეობისთვის, არამედ საკუთარი მხარდამჭერებისთვის აჭარაში ბიძინა ივანიშვილს და ბუნებრივია, არ მისი გათავისულფლება უკითხავს ასევე არავისთვის. ეს არის ის წესრიგი, რომლითაც ივანიშვილი, ანუ ოლიგარქი მართავს ქვეყანას და ინარჩუნებს ძალაუფლებას. არავინ არავის არაფერს ეკითება, ყველაფერი მიმართულია მხოლოდ იმისკენ, რომ ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა თანამდებობაზე მყოფი პირების რომ არ არსებოსბ, ეს რიჟვაძის განცხადებიდანაც კარგად ჩანს. რაც შეეხება მის პერსონალურ ამბავს, ისე არ უნდა იცხოვრო და იშრომო პოლიტიკურ თანამდებობაზე, რომ შენს წასვლას მერე თანამდებობიდან ხალხი ერთმანეთს ბათუმის ქუჩებში ულოცავდეს", - ამბობს ირაკლი კირთაძე.
შეგახსენებთ რომ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ამცნო.