თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან გადადგა
თორნიკე რიჟვაძე თანამდებობიდან გადადგა - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით იტყობინება.
"დროა სიახლის" - წერს რიჟვაძე.
მივიღე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ.
მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს.
მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შესაძლებლობისთვის მემსახურა ჩემი კუთხისთვის.
მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის.
მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს.
განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის.
ვრჩები ,,ქართული ოცნების”ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!", - წერს რიჟვაძე.
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი