დათუნაშვილი რიჟვაძის გადადგომაზე: "რეჟიმს სერიოზული პრობლემა აქვს - კლანებს შორის შიდა გარჩევები"

04.04.25 13:40
დათუნაშვილი რიჟვაძის გადადგომაზე: "რეჟიმს სერიოზული პრობლემა აქვს - კლანებს შორის შიდა გარჩევები"

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ირაკლი რიჟვაძის გადადგომა ივანიშვილის რეჟიმის შიგნით პრობლემებს და "შიდა გარჩევებს უკავშირდება"

ნებისმიერი ცვლილება აწი, რაც მოხდება და რაც ხდება ზოგად ვიცოდეთ, რომ ემსახურება კრემლის ძალის გაძლიერებას ივანიშვილს კარზე - ამბობს დათუნაშვილი

ასეთი ცვლილებები ნიშნავს, რომ რეჟიმს სერიოზული პრობლემა აქვს - კლანებს შორის შიდა გარჩევები, კლეპტოკრატიაში ეს ხდება მაშინ, როცა რაიმე პრობლემა აქვს რეჟიმს და რეჟიმს ახლა აშკარად აქვს პრობლემა. შიშები ოლიგარქიული, შიშები სანქცირებისა - აი ეს არის ამ კლანური დაპირისპირების შედეგი. ნებისმიერი ცვლილება აწი, რაც მოხდება და რაც ხდება ზოგად ვიცოდეთ, რომ ემსახურება კრემლის ძალის გაძლიერებას ივანიშვილს კარზე", - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

შეგახსენებთ რომ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ამცნო.